�������� ����� � ������� ��������
ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა
კატეგორია: სხვა...  >საინტერესო ავტორი: ADMIN 2011-05-16
ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა

ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე დედამიწაზეა

P.S რა გითხრად აბა იმის გარდა რომ ეს ყველამ უნდა ნახოს და იცოდეს, რათა არა სთქვას არვიცოდი, ხოლო ვის როგორ, რისი, რანაირად სწამს ეგ უკვე თავისი ნების ამბავია და ვიდრე ვინმე რაიმე უხამსი კომენტარის გაკეთებას დააპირებს, დაფიქრდეს, იქნებ არად ღირს :) მგონი გვიკაკუნებენ კარზე უკვე და არ გვესმის ან კიდე რავიცი, იქნებ თქვენ უკეთ იცით 
ხო მართლა აქ არარის საუბარი ჯოჯოხეთსა და სამოთხეზე, არც მიუტევებელ ცოდვებსა და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე და ა.შ.. აქ საუბარია დღევანდელ ერთეერთ ყველაზე წარმატებულ პროექტზე, ელექტრონულ ბარათებსა და ადამიანთა დაჩიპვაზე
ნანახია: 559 კომენტარები: 0

ატვირთულია: Uload.Ge ზომა: 136 MB
    

წმიდა მოციქული ფილიპე [ქრისტეს 12 მოციქული]
კატეგორია: სხვა...  >საინტერესო ავტორი: SMASH 2011-04-28
წმიდა მოციქული ფილიპე

წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა" (ინ. 14,8).

ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.
ნანახია: 787 კომენტარები: 0

    

ალბერტ აინშტაინის ცნობილი ფრაზები
კატეგორია: სხვა...  >საინტერესო ავტორი: SMASH 2011-04-23
ალბერტ აინშტაინი


ფიზიკოსი-თეორეტიკოსი, საყოველთაოდ მიჩნეულია მე-20 საუკუნის უდიდეს მეცნიერად. მან წამოაყენა ფარდობითობის თეორია და ასევე დიდი წვლილი აქვს შეტანილი კვანტური მექანიკის, სტატისტიკური მექანიკისა და კოსმოლოგიის განვითარებაში. 1921 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში 1905 წელს ფოტოელექტრონული ეფექტის მისეული განსაზღვრებისთვის და ასევე თეორიულ ფიზიკაში მის მიერ შეტანილი წვლილისთვის.
ნანახია: 507 კომენტარები: 0